logo
ENG



"მზად ვართ ამ სცენარისთვის" - ლაიანი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტაზე

27 აპრ 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/4u45b3ijssse0fr.jpeg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი რუსეთს გაზით შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. დღეიდან, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ლაიანი ამბობს, რომ ევროკავშირი ამ სცენარისთვის მზად არის.

"გაზპრომის განცხადება არის რუსეთის მორიგი მცდელობა, დაგვიშანტაჟოს გაზით. ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხზე", - დაწერა მან Twitter-ზე.

ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეყწვეტის მიზეზი მათი პასუხი გახდა, არ გადაიხადონ გაზის საფასური რუბლში. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, აგრესორმა ქვეყანამ "არამეგობრულ ქვეყნებს" სწორედ რუბლებში ანგარიშსწორება მოსთხოვა. 


close დახურვა